logo
ENG



"პუტინის მონა" - ნიუ-იორკში კობახიძეს შეძახილებით დახვდნენ

26 სექ 202409:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/26/5staxn7tmez8h2w.png

ნიუ-იორკში, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველი ემიგრანტები შეძახილებით დახვდნენ.

კერძოდ, ქალაქში გადაადგილებისას ემიგრანტები კობახიძის მანქანას დახვდნენ და ის "პუტინის მონას" შეძახილებით გააცილეს.

"ირაკლი კობახიძის დელეგაცია გაიპარა. რაც ყველაზე სამარცხვინო იყო, ავტომობილზე საქართველოს დროშაც კი მოხსნილი ჰქონდა, იმიტომ რომ ის შეშინებულია, დამფრთხალია - პუტინის მონა. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს დელეგაცია სიიდან ამოიღო, რადგან პირდაპირ პუტინის მონები არიან.

პუტინის მონის შეძახილებით გავაცილეთ კობახიძე და აქედან მას მოვუწოდებ და მათ ე.წ. გუნდს - სასტუმროშიც მოგაგნებთ და იქაც შეგამკობთ ამ სიტყვებით, აეროპორტშიც მოვალთ და იქაც გაგაცილებთ, როგორც გეკადრებათ, რადგან ამერიკა თავისუფალი ხალხის ქვეყანაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 26 ოქტომბერს გაგიშვათ რუსულ სანაგვეზე, რადგან მხოლოდ რუსულ საქმეს აკეთებთ, საქართველოს ანგრევთ და ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს... ძირს ოლიგარქიული რეჟიმი, ძირს პუტინის ქართული თუ რუსული ოცნება", - თქვა ქართველმა ემიგრანტმა, შმაგი ჩოხელმა.

***

შშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძე ამოიღო. ბაიდენი მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს 25 სექტემბერს უმასპინძლა. ფორმულას აშშ-ის საელჩოში უთხრეს, რომ მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის მიმართ მზარდი შეშფოთებაა.

 

 


close დახურვა